უკრაინაში 1-ელი ოქტომბრიდან ქალ ექიმებს სამხედრო აღრიცხვაზე აიყვანენ
უკრაინაში 1-ელი ოქტომბრიდან ქალ ექიმებს სამხედრო აღრიცხვაზე აიყვანენ.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ფიტიომ განაცხადა.
ქალები გაივლიან სამედიცინო შემოწმებას, დადგინდება მათი სამხედრო სამსახურისთვის ვარგისიანობის ხარისხი.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა, ვისაც სამხედრო აღრიცხვაზე ტერიტორიულ გაწვევასა და სოციალური მხარდაჭერის ცენტრებში აიყვანენ, გაიგზავნება ფრონტზე.
“ჯარებში საკმარისი სამედიცინო პერსონალია”, – დასძინა ფიტიომ.
მისივე თქმით, მედპერსონალის სამობილიზაციო რესურსის გასარკვევად საჭიროა ქალი ექიმების რეგისტრაციის პროცედურა.
უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა უზენაეს რადაში, ფიოდორ ვენისლავსკიმ განაცხადა, რომ სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილ ქალ მედიკოსებს ქვეყნიდან გასვლა შეეზღუდებათ.
„რეგისტრაციის შემთხვევაში, ისინი წვევამდელის სტატუსს იძენენ. ხოლო სამხედრო სამსახურზე პასუხისმგებელი პირები საზღვარგარეთ მათთვის დადგენილი წესით გადიან, ანუ თუ აქვთ დოკუმენტები, რომლებიც მათ დროებით გამგზავრების უფლებას აძლევს. თუ ეს არ არის, მაშინ მათ, ისევე – როგორც მამაკაცებს, შეეზღუდებათ გასვლის უფლება“, – განაცხადა მან.