კონსტანტინოვკას ბაზარში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა(ვიდეო)

რუსი ოკუპანტების მიერ ქალაქ კონსტანტივონკას ბაზრის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხი 44-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი მაშველია, დაღუპულია 16 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია.

ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ნანგრევების გაწმენდა გრძელდება.

აფეთქების შედეგად ადგილზე, 300 კვ/მ ფართობზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

აფეთქებამ 30-მდე მაღაზია დააზიანა, მათ შორის 8 მთლიანად დაიწვა. ასევე, მთლიანად არის დამწვარი რამდენიმე ავტომობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები