ირაკლი კობახიძე: გაუგებარია, როგორ უნდა განხორციელდეს საქართველოში ე.წ. დეპოლარიზაცია, როდესაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ახერხებს და ბუნებრივ კატასტროფებზეც კი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს

ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და მისი მედიასაშუალებები დღემდე თავს ესხმიან არა მხოლოდ მმართველ გუნდს, არამედ ჩვენს გმირ მაშველებსაც კი. რა თქმა უნდა, ოპოზიციის ამგვარი დამოკიდებულების პირობებში დეპოლარიზაციას განხორციელება არ უწერია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ევროკავშირის ერთ-ერთი, რიგით პირველი მოთხოვნა არის დეპოლარიზაცია. ამ ფონზე ვნახეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ტრაგედიებსაც კი პოლარიზაციის გაღვივებისთვის იყენებენ. გაუგებარია, როგორ უნდა განხორციელდეს საქართველოში ე.წ. დეპოლარიზაცია, როდესაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ახერხებს და ბუნებრივ კატასტროფებზეც კი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს. ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და მისი მედიასაშუალებები დღემდე თავს ესხმიან არა მხოლოდ მმართველ გუნდს, არამედ ჩვენს გმირ მაშველებსაც კი. რა თქმა უნდა ოპოზიციის ამგვარი დამოკიდებულების პირობებში დეპოლარიზაციას განხორციელება არ უწერია“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები