ქნესეთის თავმჯდომარე: ხვალ ვესტუმრები საქართველოს პარლამენტს – ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ურთიერთობა ამ ორ დიდ ერს შორის

“საქართველოსა და ებრაელი ხალხის 2600-წლიანი კავშირი გახდა ჭეშმარიტი ურთიერთობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის და ჩვენ მოვედით ამ ურთიერთობების სადემონსტრაციოდ ასევე პარლამენტებს შორისაც”, – ამის შესახებ ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარემ, ამირ ოჰანამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიზანია – საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობა გაძლიერდეს.

„აქ, ებრაულ მუზეუმში დაიწყო ჩემი, როგორც ქნესეთის სპიკერის ვიზიტი საქართველოში. 80 წლის შემდეგაც კი ჩვენ ჯერ კიდევ გვახსოვს ზოგიერთი მართალი ერი, ძალიან ცოტა ადამიანი, ვინც შეინარჩუნა ჰუმანურობა და გადაარჩინა ებრაელთა სიცოცხლე ყველაზე ბნელ დროში. ერთ-ერთი მათგანი იყო სერგო მეტრეველი. მადლიერი ვარ მისი და მთელი მისი ოჯახის იმისთვის, რაც მან გააკეთა ჰოლოკოსტის დროს. საქართველოსა და ებრაელი ხალხის 2600-წლიანი კავშირი გახდა ჭეშმარიტი ურთიერთობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის და ჩვენ მოვედით ამ ურთიერთობების სადემონსტრაციოდ ასევე პარლამენტებს შორისაც. ხვალ ვესტუმრები საქართველოს პარლამენტს, მაქვს საკმაოდ ბევრი შეხვედრა ამ ქვეყნის მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ და გავაღრმაოთ ურთიერთობა ამ ორ დიდ ერს შორის“, – განაცხადა ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარემ, ამირ ოჰანამ.

ცნობისთვის, საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერის, ამირ ოჰანას ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები