გიორგი თავდგირიძე რუსეთს კოლონიად გადაქცევას უწინასწარმეტყველებს

  რუსეთი გადაიქცევა კოლონიად, მესამეხარისხოვან ქვეყნად, რომელიც იაფი მუშახელით და რესურსებით მოამარაგებს მსოფლიოს, – აღნიშნულის შესახებ სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“მაგარი ხალხია რუსი ანალიტიკოსები, პოლიტიკოსები და ინტელეგენცია, ნაცების არ იყოს ვირტუალურ რეალობაში არიან. ცივ ომში, საბჭოთა კავშირი, მოკლე ისტორიულ პერიოდში (მითუმეტეს ბირთვული და ტექნოლოგიური პარიტეტის პირობებში), მართლა იყო დასავლეთის სერიოზული ოპონენტიც და მოწინააღმდეგეც. მაგრამ, ახლანდელი რუსეთისათვის ცივი ომი მისი ზესახელმწიფოებრიობის დამამტკიცებელი მოვლენა არ იქნება, უბრალოდ, არასერიოზულობის, ჟირინოვსკიზაციის, სტრატეგიულ პარტნიორებად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის იმპერიების ყოლის გამო, ფიდელ კასტროს, მაოს, ჩე გევარას შემდეგ, მსოფლიო ასპარეზზე ჭყოიძის, ხაჯიმბასა და კადიროვის გამოყვანისა და მსგავსი ტაკიმასხარაობის გამო, რუსეთი გადაიქცევა კოლონიად, მესამეხარისხოვან ქვეყნად, რომელიც იაფი მუშახელით და რესურსებით მოამარაგებს მსოფლიოს. თურქეთის ნატო-დან გამოსვლის დამამტკიცებელი ნიშნები ჯერ არ სჩანს ( თუმცა გამორიცხული არ არის), მაგრამ ასეც რომ იყოს, რუსეთს რა უხარია?”, – მიიჩნევს თავდგირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები