თორნიკე შარაშენიძე: სამი დასკვნა უელსის სამიტიდან

   ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ნატოს უელსის სამიტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. თემას ექსპერტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“სამი დასკვნა უელსის სამიტიდან:
1. გაფართოება გაჩერდა. ამიტომ აღარ უხსენებიათ ასპირანტი ქვეყნები, მათ შორის საქართველო (ასპირანტად). ნატო თავისი წევრების დაცვაზეა გადართული; 2. ჯერ არ ვიცით კონკრეტულად რას გულისხმობს ახალი პაკეტი – რამდენად გაამყარებს იგი ჩვენს თავდაცვისუნარიანობას და რამდენად შეაკავებს რუსეთს. ჯერ ნუ ვიჩქარებთ, მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ რომ ნატოს საწვრთნელი ბაზა დაგვიცავს მხოლოდ მაშინ თუ ის იქნება ახლანდელ საჩხერის ბაზაზე დიდი (ამ ბაზასაც ფორმალურად იგივე სტატუსი აქვს) და იქ მუდმივად იქნება სერიოზული წვრთნები. იმედია ასე მოხდება და ძალიან მალე; 3. ცოტა ბუნდოვანი და შემაშფოთებელია კომუნიკეს ის ნაწილი, სადაც ჩვენს ტერიტორიულ პრობლემებზეა საუბარი. ამ საკითხზე აშკარად რაღაც დავაკელით”, – წერს შარაშენიძე ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები