“მხოლოდ ერთად ვართ ძლიერი ქვეყანა” – უზბეკეთი დამოუკიდებლობის 32-ე წელს აღნიშნავს

“უზბეკეთის თითოეულმა მოქალაქემ თავის მოვალეობად უნდა ჩათვალოს ხალხის ერთიანობის, ქვეყნის მთლიანობის უზრუნველყოფა”,- განაცხადა უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავქათ მირზიოევმა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე.

“მხოლოდ ერთიანები – ჩვენ ერთი ხალხი ვართ, მხოლოდ ერთად – ჩვენ ვართ ძლიერი ქვეყანა!”, – თქვა მან.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მირზოევმა 286 მსჯავრდებული შეიწყალა, რომლებიც “ჩადენილი დანაშაული მოინანიეს და მტკიცედ დაადგნენ გამოსწორების გზას”.

1991 წლის 31 აგვისტოს ტაშკენტში, უზბეკეთის სსრ უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე მიღებულ იქნა დადგენილება „უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ“, რომლის მიხედვითაც ქვეყანამ მოიპოვა სრული სახელმწიფო ძალაუფლება.

ამავე დადგენილებით, 1-ელი სექტემბერი უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები