პარიზში დღეიდან ელექტროსკუტერების გაქირავება აიკრძალა
პარიზში 1-ელი სექტემბრიდან ელექტროსკუტერების გაქირავების ყველა სერვისმა შეწყვიტა მუშაობა. შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი აპრილში პარიზელების თითქმის 90%-მა რეფერენდუმზე დაუჭირა.
ამის შესახებ Le Parisien-ი წერს.
ელექტროსკუტერების აკრძალვას ბიძგი ქვეითებისთვის პოტენციურმა საფრთხემ მისცა. კერძოდ, 2022 წელს პარიზში ელქტროსკუტერისგან თითქმის 1,5 ათასი ადამიანი დაშავდა, სამი დაიღუპა.
დღეს დედაქალაქის ქუჩებიდან მოიხსნება Lime-ის, Dott-ის და Tier-ის გაქირავების ქსელები.
ელექტროსკუტერების პარკი 15 000 ერთეულს შეადგენდა.
ოპერატორებმა, რომლებიც ემზადებოდნენ საქმიანობის შეწყვეტას, ივლისიდან დაიწყეს მათი რაოდენობის შემცირება. სკუტერების ტრანსპორტირება ხდება საფრანგეთის სხვა ქალაქებში, მაგალითად, ლილსა და ბორდოში ან რიგ ქალაქებში – ლონდონში, კოპენჰაგენში, თელ-ავივში.
ქსელის მომხმარებლები ამბობენ, რომ გადავლენ ველოსიპედის დაქირავებაზე, ან იყიდიან საკუთარ სკუტერს, რადგან აკრძალვა მხოლოდ გაქირავებაზე ვრცელდება.
ამრიგად, პარიზში ელექტროსკუტერების 5-წლიანი ეპოქა დასრულდა. პარიზი გახდა პირველი ევროპული დედაქალაქი, რომელმაც ასეთი ნაბიჯი გადადგა.
ასევე, დღეიდან ელექტროსკუტერების პარკირების წესი მკაცრდება ვილნიუსში.
ივნისიდან ლიეტუვის დედაქალაქში შეიქმნა ზონები, სადაც ელექტროსკუტერებით გადაადგილება აკრძალულია და განიხილავენ სკუტერის მძღოლების დაზღვევის შემოღებას.