“მარცვლეულის შეთანხმების განახლება კრიტიკულად მნიშვნელოვანია” – თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, ​მარცვლეულის შეთანხმების განახლება გადამწყვეტია გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამის შესახებ მან მოსკოვში კოლეგა სერგეი ლავროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა.

”ჩვენ ხაზი გავუსვით შეთანხმების მნიშვნელოვან როლს გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის შავ ზღვაში,” – თქვა მან.

მინისტრის თქმით, გაერო-მ თურქეთთან ერთად მოამზადა ახალი წინადადებები, რომლებიც შესაძლოა, მარცვლეულის შეთანხმების განახლების საფუძველი გახდეს.

თავის მხრივ, ლავროვმა განაცხადა, რომ ახლა მსოფლიოში სასურსათო კრიზისი არ არის და დასავლეთს არ სურს კონსტრუქციული მიდგომა იმ პირობებთან დაკავშირებით, რომლებსაც რუსეთი აყენებს მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში.

ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და თურქეთის ლიდერი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთმანეთს მალე შეხვდებიან.

დღეს მედია წერდა, რომ ერდოღანი სოჭში, სავარაუდოდ, 4 სექტემბერს ჩავა, სადაც კოლეგას შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები