საუდის არაბეთში მასწავლებელს “ტვიტებისთვის” სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

საუდის არაბეთის სასამართლომ 54 წლის პენსიაზე გასულ მასწავლებელს, მუჰამედ ალ-გამდის “ტვიტებისთვის” სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

Human Rights Watch-ის ინფორმაციით, განაჩენი 10 ივლისს იქნა გამოტანილი.

განაჩენის გამოტანამდე ალ-გამდი პატიმრობაში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

მამაკაცი მექაში 2022 წლის 11 ივნისს დააკავეს, სამარტოო საკანში მოათავსეს, გამუდმებით კითხვადნენ და ადვოკატის აყვანის უფლება არ მისცეს.

Human Rights Watch-ის ცნობით, ალ-გამდი ადვოკატს მხოლოდ უშუალოდ სასამართლო პროცესის წინ შეხვდა.

სასამართლომ ყოფილი მასწავლებელი დამნაშავედ ცნო რამდენიმე მუხლით, მათ შორის, მეფისა და მეფისნაცვლის შეურაცხყოფისთვის.

განაჩენი ეყრდნობოდა “ტვიტებს”, “რეტვიტებს” და ალ-გამდის ქმედებებს YouTube-ში. ამავდროულად, ყოფილ მასწავლებელს Twitter-ში მხოლოდ 8 გამომწერი ჰყავს, ის ძირითადად “რეტვიტებს” აქვეყნებდა და თვითონ არც წერდა რამეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები