“რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავს” – პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთს ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების გაღრმავება სურთ.

პესკოვს თეთრი სახლის განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხეს, რომლის თანახმად, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა, ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ერთმანეთს წერილები გაუგზავნეს, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის გაზრდაზეა საუბარი.

„მოსკოვი და ფხენიანი ინარჩუნებენ კარგ, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობებს. ვაპირებთ მათ შემდგომ განვითარებას. კონტაქტები მყარდება სხვადასხვა დონეზე“, – განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთის ძალიან მნიშვნელოვანი მეზობელია“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები