“რუსეთი მზად არის, თურქეთს გაზის მოცულობა გაუზარდოს” – ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, გაზარდოს თურქეთისთვის გაზის მიწოდება, მათ შორის, იქ გაზის განაწილების ცენტრის შექმნის გზით.
ამის შესახებ მან მოსკოვში თურქ კოლეგასთან, ჰაქან ფიდანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა.
„ჩვენი მხრივ, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ რუსეთის ერთგულება ყველა შეთანხმებასთან დაკავშირებით ბუნებრივი გაზის ექსპორტის გაზრდის შესახებ, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფოების მეთაურების ინიციატივის განხორციელებით, რათა შეიქმნას ერთიანი გაზის სადისტრიბუციო ცენტრი თურქეთში“, – თქვა მან.
ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში თურქეთში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება.