“უგუნური და დაუსაბუთებელი მოთხოვნები” – ლუკაშენკო “ვაგნერელების” გაყვანაზე ბალტიის ქვეყნების მოთხოვნას პასუხობს
ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების მიერ რესპუბლიკიდან “ვაგნერელების” გაყვანის მოთხოვნას “უგუნური და დაუსაბუთებელი” უწოდა.
ამის შესახებ “ბელტა” წერს.
მისი თქმით, პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა საკუთარი ქვეყნებიდან უნდა გაიყვანონ უცხოელი სამხედროები, ვიდრე მინსკს “ვაგნერის” მებრძოლების გაყვანა მოსთხოვონ.
“არც პოლონეთში, არც ლიეტუვაში, არც ბალტიის სხვა ქვეყნებში არ უნდა იყოს არცერთი უცხოელი სამხედრო. მაშინ შეეძლებათ, ჩვენ წამოგვიყენონ პრეტენზიები აქ, სხვა ქვეყნების სამხედროების ყოფნასთან დაკავშირებით. იქამდე, ეს უგუნური და დაუსაბუთებელი მოთხოვნებია”, – თქვა ლუკაშენკომ.