დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის სამინისტროს კლერ კოუტინიო უხელმძღვანელებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის მიერ ქვეყნის თავდაცვის მინისტრად გრანტ შაპსის დანიშვნის შემდეგ, ენერგეტიკული უსაფრთხოების მინისტრის მოვალეობას კლერ კოუტინიო შეასრულებს.

კლერ კოუტინიო პარლამენტში პირველად დეპუტატად აღმოსავლეთ სურეიდან 2019 წელს აირჩიეს.

გასულ წელს, ლიზ ტრასის ხანმოკლე პრემიერობის დროს, კოუტინიო შშმ პირთა, ჯანდაცვისა და შრომის მინისტრი გახდა. უკვე რიში სუნაკის მთავრობაში კი ის ბავშვთა, ოჯახებისა და კეთილდღეობის მინისტრად დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები