დიდი ბრიტანეთის ახალი თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი გახდა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალი მინისტრი გრანტ შაპსი გახდა, რომელიც მანამდე ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კლიმატის ნეიტრალიტეტის მინისტრის პოსტს იკავებდა.

დანიშვნას შაპსი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ჩემთვის პატივია, ვიყო დანიშნული თავდაცვის მინისტრად რიში სუნაკის მიერ. პატივისცემა უნდა გამოვთქვა ბენ უოლესის მიმართ, რომელმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანა უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის თავდაცვისა და გლობალური უსაფრთხოების საქმეში.

მოუთმენლად ველოდები ჩვენი შეიარაღებული ძალების მამაც მამაკაცებსა და ქალებთან მუშაობის დაწყებას, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.

და უკრაინას ექნება მუდმივი მხარდაჭერა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან პუტინის ბარბაროსული შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში,” – დაწერა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები