დაცული ტერიტორიების სააგენტო ხანძრის გაჩენის მაღალი რისკის მქონე ტერიტორიებზე 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებს
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძე, ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე, ხანძრის პრევენციის მიზნით რეინჯერებით დაკომპლექტებული მონიტორინგის ჯგუფების მუშაობას ადგილზე გაეცნენ.
რეინჯერები პატრულირებენ იმ ტერიტორიებზე, სადაც მნიშვნელოვანია დაუყოვნებელი რეაგირება ხანძრის გავრცელების პრევენციისთვის.
გარდა 24-საათიანი მკაცრი მონიტორინგისა, რეინჯერები ვიზიტორებს ცხელ პერიოდში მოგზაურობის დროს გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს და ბუნებაში ქცევის წესებს აცნობენ.
დაცული ტერიტორიების სააგენტო, ხანძრების პრევენციის მიზნით, ახორციელებს სხვადასხვა ტერიტორიის აღჭურვას ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით; რეინჯერები გადამზადებული არიან ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმების ტრენინგებით.