“რუსეთთან უსაფრთხოების შეთანხმება უნდა დავდოთ, რათა უზრუნველვყოთ უკრაინის სუვერენიტეტი ნატოში გაწევრიანების გარეშე” – ორბანი

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან უკრაინის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ „ხელშეკრულება“ უნდა დაიდოს.

ამის შესახებ Fox News-ის ყოფილ წამყვანთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანება და ყირიმის ნახევარკუნძულზე ოფიციალური კიევის ნებისმიერი პრეტენზია უნდა გამოირიცხოს.

„ჩვენ რუსეთთან უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ შეთანხმება უნდა დავდოთ, რათა უზრუნველვყოთ უკრაინის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი, მისი ნატოში გაწევრიანების გარეშე. ყირიმის დაბრუნება კი უკრაინისთვის სავსებით არარეალისტურია. უკრაინა ომის წაგებასთან ახლოს დგას, რადგან რუსულ ჯარს რიცხობრივი უპირატესობა აქვს”, – აღნიშნა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერმინისტრის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის საუკეთესო შანსი აშშ-ის ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ხელისუფლებაში დაბრუნება და ამ ქვეყნის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები