გაბონის პრეზიდენტი ტყვედ არის აყვანილი – ალი ბენ ბონგო ონდიმბამ ვიდეომიმართვა გაავრცელა

გაბონის პრეზიდენტმა, ალი ბენ ბონგო ონდიმბამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ადასტურებს, რომ სამხედროები მიერ პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზეა დატყვევებული.

ვიდეო სოციალურ ქსელ X-ის საინფორმაციო პორტალის – Mimi Mefo Info გვერდზე გამოქვეყნდა.

„მივმართავ მსოფლიოში ყველა ჩვენს მეგობარს თხოვნით, რომ რეაგირება მოახდინონ იმ ადამიანების ქმედებებზე, რომლებმაც მე და ჩემი ოჯახი დააკავეს. ჩემი შვილი გაურკვეველ ადგილას იმყოფება, ჩემი მეუღლე – სხვა ადგილას, მე რეზიდენციაში ვიმყოფები. ამჟამად, რეზიდენციაში ვიმყოფები, არ ვიცი, რა ხდება“, – თქვა მან.

ამავდროულად, Le Figaro წერს, რომ რამდენიმე ასეული გაბონელი აღტაცებით მიესალმა რესპუბლიკური გვარდიის მეთაურს, ბრის კლოტერ ოლიგი ნგემას და სურთ, რომ გაბონის ახალი პრეზიდენტი სწორედ ის გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები