“პრიგოჟინის დაღუპვის საერთაშორისო გამოძიებაზე საუბარიც არ შეიძლება” – პესკოვმა კატასტროფის ვერსია დაასახელა

“ვაგნერ ჯგუფის” დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია განიხილება, მათ შორის არის მიზანმიმართული ბოროტება, დაველოდოთ საგამოძიებო კომიტეტის გამოძიების შედეგებს, – განაცხადა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

მედიასთან საუბრისას პესკოვმა თქვა, რომ მიმდინარეობს რუსული გამოძიება და საერთაშორისო გამოძიებაზე საუბარი არ შეიძლება იმის გამო, რომ ამ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით „სრულიად განსხვავებული ვითარებაა“ შექმნილი.

„რადგან გამოძიების დასკვნა არ არსებობს, ზუსტად ვერ ჩამოვაყალიბებ, მაგრამ აშკარაა, რომ არსებობს სხვადასხვა ვერსია, რომელთა შორის ვერსია, ასე ვთქვათ, მიზანმიმართული ბოროტება და სხვა. ამიტომ, მაინც დაველოდოთ ჩვენი რუსული გამოძიების შედეგებს, რომელსაც საგამოძიებო კომიტეტი აწარმოებს“, – განმარტა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები