“გაბონში საგანგაშო ვითარებაა, ეს გაზრდის არასტაბილურობას მთელ რეგიონში” – ბორელი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა გაბონში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ეს რეგიონში კიდევ უფრო მეტ დესტაბილიზაციას მოახდენს.
ამის შესახებ მან ესპანეთში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე თქვა.
„ინფორმაცია საგანგაშოა, ამის შესახებ დღეს დილით გავიგე. თუ დადასტურდა, რომ ეს არის მორიგი სამხედრო გადატრიალება, ეს გაზრდის არასტაბილურობას მთელ რეგიონში. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან მეტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ თუ მინისტრებს ამის განხილვა დღეს მოუნდებათ, ამას განვიხილავთ”, – თქვა დიპლომატმა.
გაბონში სამხედროებმა დღეს გამოაცხადეს, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და რომ ხელისუფლების ორგანოების ჩამოშალეს.