თურქეთმა რუსეთიდან გაზის იმპორტი შეამცირა
თურქეთმა ივნისში რუსული გაზის იმპორტი 58%-ით, წლიური თვალსაზრისით 707,5 მილიონ კუბურ მეტრამდე შეამცირა.
შესაბამის მონაცემს ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელი თურქული სტატისტიკური უწყება ავრცელებს, – წერს Reuters-ი.
აღნიშნულია, რომ იანვარ-ივნისში რუსეთიდან გაზის იმპორტი 28,6%-ით შემცირდა და 9,09 მილიარდ კუბურ მეტრამდე.
თურქეთში გაზის ერთადერთი მიმწოდებელი “გაზპრომია”. წლის დასაწყისიდან კონცერნი ექსპორტის მონაცემს არ ასაჯაროებს, მათ შორის, სხვა ქვეყნების მიმართაც.
2021 წელს “გაზპრომმა” თურქეთს გაზის დაახლოებით 26,3 მილიარდი კუბური მეტრი მიაწოდა, 2022 წელს კი ამ რეგიონში ექსპორტი, თურქეთის სტატისტიკური მონაცემებით, 21,6 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდა.