“კრემლს ოპონენტების მკვლელობის დიდი ისტორია აქვს” – თეთრი სახლი პრიგოჟინის დაღუპვაზე

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში მიანიშნეს, რომ ევგენი პრიგოჟინის დაღუპვაზე პასუხისმგებელი შესაძლოა, კრემლი იყოს.

ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინე ჟან-პიერმა განაცხადა.

მისი თქმით, “საკმაოდ აშკარაა, რაც მოხდა” პრიგოჟინის გარდაცვალების ვითარებაში.

მან ასევე გაიხსენა ჯო ბაიდენის სიტყვები, რომ “რუსეთში ცოტა რამ ხდება, რის უკანაც პუტინი არ დგას”.

“ჩვენ ყველამ – ყველამ ვიცით, რომ კრემლს თავისი ოპონენტების მკვლელობის დიდი ისტორია აქვს. ეს არის კრემლის ისტორია და თუ ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯს უკან, წამით უკან გავიხედავთ, მაშინ ეს ყველაფერი მოხდა რუსეთის ფედერაციის შიგნით ხელისუფლების არაეფექტური მუშაობის შედეგად მოხდა”,- თქვა მან.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდ ბრიტანეთსა და უკრაინაში სადაზვერვო წყაროები აცხადებენ, რომ პრიგოჟინის დაღუპვის ორგანიზებაში, სავარაუდოდ, ანდრეი ავერიანოვი მონაწილეობდა, რომელმაც სოლსბერიში სკრიპალების ოჯახი “ნოვიჩოკით” მოწამლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები