დრონების იერიში – პსკოვის აეროპორტმა მუშაობა 31 აგვისტომდე შეწყვიტა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღკვეთილია დრონების თავდასხმა კალუგის, რიაზანის, მოსკოვისა და ბრაიანსკის რეგიონებში.

თუმცა, ბრიანსკში აფეთქება მოხდა. ქალაქის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აფეთქება ბრიანსკის საგამოძიებო კომიტეტის შენობაში დრონის თავდასხმის შედეგად მოხდა. მოგვიანებით, ადმინისტრაციის პრესსამსახურმა ინფორმაცია წაშალა.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დრონი ჩამოვარდა ბრიანსკში “კრემნი ეს”-ის საწარმოში.

ასევე, ​პსკოვში, აეროპორტის სიახლოვეს აფეთქებები გაისმა. წინასწარი ინფორმაციით, განადგურდა 4 ილ-76, ქალაქის ცა და რეგიონი მთლიანად დაიხურა თვითმფრინავებისთვის.

მოგვიანებით, პსკოვის რეგიონის გუბერნატორმა, მიხაილ ვედერნიკოვმა განაცხადა, რომ აეროპორტი ხუთშაბათამდე, 31 აგვისტომდე დაიხურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები