პრიგოჟინი დახურულ ფორმატში დაკრძალეს (ფოტო)
კერძო სამხედრო კამპანიის “ვაგნერის” დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი დღეს, სანქტ-პეტერბურგში, პოროხოვსკოეს სასაფლაოზე დახურულ ფორმატში დაკრძალეს.
ამის შესახებ ინფორმაციას პრიგოჟინის პრესსამსახური ავრცელებს.
ტელეგრამის არხები წერდნენ, რომ სასაფლაოსკენ გზა დღეს, თითქმის ჩაკეტილი იყო, ჟურნალისტებს ადგილზე არ უშვებდნენ.
ადგილზე პოლიცია, სამხედრო პოლიცია, კინოლოგები და გამნაღმელებიც კი იმყოფებოდნენ.
დღეს, ასევე სანქტ-პეტერბურგში, ოღონდ სევერნის სასაფლაოზე, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი “ვაგნერელი“, პრიგოჟინითან დაახლოებული პირი, ვალერი ჩეკალოვი დაკრძალეს.
