თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა(ფოტო)
თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე რაიონში მანქანების გადაადგილება იყო გართულებული.
კერძოდ, დიღომში, ფეიქრების ქუჩაზე ცოტა ხნის წინ, წვიმამ პრობლემები შექმნა.
როგორც “კვირასთან” საუბარში თვითმხილველი ამბობს, ისეთი ძლიერი ნალექი იყო, რომ “მანქანაც კი გავაჩერეთ. გარშემო ბევრი აჩერებდა, რთული იყო გადაადგილება, ხილვადობაც დაბალი”.
ასევე, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია პრობლემების შესახებ გლდანში, სანზონაში, საბურთალოზე და დედაქალაქის სხვა რაიონში.