WSJ: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ხელმოწერა 2024 წელზე ადრე ვერ მოხდება
შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ავითარებენ, მაგრამ ასეთ შეთანხმებას ხელი, შესაძლოა 2024 წელზე ადრე ვერ მოეწეროს.
ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს.
აღნიშნულია, რომ კიევთან მოლაპარაკება მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა დაიწყეს. უახლოეს პერიოდში მათ საფრანგეთი შეუერთდება.
გამოცემის წყაროების თქმით, უკრაინისთვის გარანტიების შემუშავება საკმაოდ შრომატევადი პროცესია.
ამჟამად ხელშეკრულების მონაწილეებს ჯერ არ აქვთ ერთიანი მოსაზრება, კონკრეტულად რა უნდა იყოს მხარეთა ვალდებულებები.
მათ კიევთან ასევე უნდა განიხილონ, თუ რა შეიძლება იყოს უკრაინის სამომავლო სამხედრო საჭიროებები.