ComCom-მა ოზურგეთში 170 ადგილობრივი ინტერნეტის გამოყენებაში გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ, ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის სოფელ ბაილეთში, ბოგილში, ჭანიეთურში, ახალსოფელში, ციხისფერდში, ვაკეში, მოცვნარში, ხრიალეთში, მთისპირში, გაღმა დვაბზუში და ფამფალეთში 170 ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში გადაამზადა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ბენეფიციარებმა სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის შექმნისა და გამოყენების, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობის, ასევე, ადგილმდებარეობის გაზიარებისა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
“შეგახსენებთ, რომ “ციფრული მხარდაჭერის პროგრამა” პროექტ Log-in Georgia-ს ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება და საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება,” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები