საქართველოს კალათბურთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შემდგომ ეტაპზე გასვლის რეალურ შანსს ინარჩუნებს
საქართველოს კალათბურთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შემდგომ ეტაპზე გასვლის რეალურ შანსს ინარჩუნებს.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში სლოვენიის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 67:88 დამარცხდა.
შეხვედრას სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
მატჩის პირველი ტაიმი სლოვენიამ 12- ქულიანი უპირატესობით 33:45 მოიგო.
მეორე ტაიმში ჩვენმა მეტოქეებმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს და საბოლოო ანგარიშით 88:67 იმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს. ,,ჯვაროსნები” გადამწყვეტ მატჩში ვენესუელის გუნდს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 30 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება.