გოჩა ქავთარაძე – შიომღვიმის მონასტერთან კლდის ნაწილის ჩამოშლაზე: გეოლოგიურმა სამსახურმა დაასრულა წინასწარი კვლევები და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, გოჩა ქავთარაძის განცხადებით, შიომღვიმის მონასტერთან კლდის ნაწილის ჩამოშლასთან დაკავშირებით გეოლოგიურმა სამსახურმა წინასწარი კვლევები დაასრულა.

მისივე თქმით, გეოლოგიური სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, ჩამოშლილი კლდის მასის გატანა უახლოეს საათებში დაიწყება.

“გეოლოგიურმა სამსახურმა დაასრულა წინასწარი დამატებითი კვლევები და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, რის საფუძველზეც უახლოეს საათებში დაიწყება მონასტრის მარჯვენა მხარეს ჩამოშლილი კლდის მასის გატანის სამუშაოები”, – აღნიშნა ქავთარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები