გეოლოგი – შიომღვიმის მონასტერთან კლდის ნაწილის ჩამოშლაზე: პირველ ეტაპზე რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის კალაპოტის გაწმენდა
“გუშინ ჩამოშლისთანავე დაიწყო ჩვენი ჯგუფის აქ შემოსვლა. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ჩამოშლა გასულ პერიოდში არაერთხელ ყოფილა და მას არ ჩამოუღწევია უშუალოდ მონასტრის ტერიტორიაზე”, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგმა, ოთარ ქურციკიძემ შიომღვიმის მონასტერთან კლდის ნაწილის ჩამოშლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის კალაპოტის გაწმენდა.
“ეს ჩამოშლა შედარებით მასშტაბურია, თუმცა, მონასტრის ტერიტორიაზე მაინც არ არის ჩამოსული და, შესაბამისად, ექვემდებარება გარკვეულ მონიტორინგს. პირველ ეტაპზე რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის კალაპოტის გაწმენდა”, – აცხადებს ქურციკიძე.