პატრიარქი: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და საქართველოს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს მარიამობა მიულოცა.
„გილოცავთ მარიამობას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და საქართველოს. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.
28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულება.