„ღვთისმშობლის საფლავზე, სადღესასწაულოდ, ჩვენი შეწირული ქართული სახარება დაბრძანდა – საქართველოს გადაეფაროს დედა ღვთისმშობლის კალთა“ – ლაშა ჟვანია
“ღვთისმშობლის საფლავზე, სადღესასწაულოდ, ჩვენი შეწირული ქართული სახარება დაბრძანდა! გაიხარონ და იდღეგრძელონ ამ მადლიანი საქმის განმახორციელებლებმა, არქიმანდრიტ ილია ნასაძისა და არქიმანდრიტ დავით ჭინჭარაულის თაოსნობით”, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში, ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს.
“საქართველოს გადაეფაროს დედა ღვთისმშობელის კალთა! გვიდღეგრძელოს ამ საქმის მაკურთხეველი და სულისჩამდგმელი პატრიარქი ჩვენი! ღვთისმოყვარე მთავრობა გააძლიეროს და წილხვდომილი ქვეყანა და ერი მისი დაიცვას!
ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს გილოცავთ!
შეგახსენებთ, რომ საქართველოს უწმინდესი პატრიარქისა და იერუსალიმის უნეტარესი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით – მაცხოვრის ყოვლადწმინდა საფლავის ტაძრისთვის ქართული სახარება მზადდება”,- წერს ლაშა ჟვანია.