ვახტანგ მახარობლიშვილი: ქართული მხარე რეგულარულად ვაწვდით ინფორმაციას ჩვენს ევროპელ და სხვა პარტნიორებს ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე
“ქართული მხარე რეგულარულად ვაწვდით ინფორმაციას ჩვენს ევროპელ და სხვა პარტნიორებს ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, თუმცაღა ვითარების ადგილზე გაცნობა უაღრესად მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს თემატიკა, ოკუპაციის პრობლემატიკა არ იყოს მივიწყებული და აქტუალურობა შეინარჩუნოს პარტნიორების დღის წესრიგში.
„მსგავსი ტიპის კომუნიკაცია და დინამიკა ხელს უწყობს როგორც ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ასევე, ინტენსიფიკაციას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ბელგია არის როგორც ევროკავშირის, ასევე, ნატოს დამფუძნებელი სახელმწიფო. შესაბამისად, ბელგიის სამეფოს მხარდაჭერა საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ქართული მხარე რეგულარულად ვაწვდით ინფორმაციას ჩვენს ევროპელ და სხვა პარტნიორებს ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, თუმცაღა, ვითარების ადგილზე გაცნობა უაღრესად მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც ძირითადი ყურადღება მიმართულია რუსეთის აგრესიის მიმართ უკრაინისადმი. მნიშვნელოვანია, საქართველოს თემატიკა, ჩვენი ოკუპაციის პრობლემატიკა არ იყოს მივიწყებული და აქტუალურობა შეინარჩუნოს ჩვენი პარტნიორების დღის წესრიგში“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.
ცნობისთვის, 23-24 აგვისტოს ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, აჯა ლაბიბი საქართველოს რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ეწვია. იგი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში იმყოფებოდა.