რატი იონათამიშვილი: მედვედევს ვურჩევდი, უფრო მეტი დრო დაუთმოს სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ფიქრს
“ნებისმიერი განცხადება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არის კატეგორიულად მიუღებელი”,- ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას.
იონათამიშვილის თქმით, მედვედევს ურჩევს, უფრო მეტი დრო დაუთმოს სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ფიქრს.
“ჩვენ მშვიდობიანი გზით დავიბრუნებთ ჩვენს ხალხს და ტერიტორიებს, ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი ჩვენი აფხაზი და ოსი დების მიმართ და ამ მიდგომას ვერც ოკუპანტი ქვეყნიდან გაკეთებული ვერანაირი განცხადება და ვერც სხვა ნებისმიერი ფაქტორი ვერასდროს ვერ შეცვლის.
რაც შეეხება ბატონ მედვედევს, მას ვურჩევდი, უფრო მეტი დრო დაუთმოს სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ფიქრს”, – აცხადებს იონათამიშვილი.
ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება, განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში ვითარების გამწვავებას გააგრძელებს.