“საბერძნეთმა 9 ბალკანელი ლიდერის შეხვედრას უმასპინძლა, ოპოზიციის მხრიდან იმის მტკიცება, რომ ამ ფორმატში საქართველოსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, არასერიოზულია” – გიორგი ჩაკვეტაძე

„საბერძნეთმა 9 ბალკანელი ლიდერის შეხვედრას უმასპინძლა. არაფორმალური ვახშამი ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ერთობლივი სამიტის 20 წლის იუბილეს მიეძღვნა“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

„უკრაინა და მოლდოვაც დაესწრო ამ შეხვედრას, მაგრამ განხილვის მთავარი საკითხი ბალკანეთის რეგიონში არსებული მდგომარეობა იყო.

ოპოზიციის მხრიდან იმის მტკიცება, რომ ამ ფორმატში საქართველოსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, არასერიოზულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელებას სჯობს, ვისაც ეს ევალება და შეუძლია, 12 პუნქტის შესრულების პროცესში ჩაერთოს“, – წერს ჩაკვეტაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები