“მიმართეთ იარაღი კიევის რეჟიმის წინააღმდეგ ან დაგვნებდით” – ზახაროვა უკრაინელ სამხედროებს მიმართავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა უკრაინელ სამხედროებს ურჩევს იარაღი კიევის რეჟიმის წინააღმდეგ გამოიყენონ ან იარაღი დაყარონ.

მისი კომენტარი უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“იმ უკრაინელი სამხედროებს, რომლებსაც, დარწმუნებული ვართ, ესმით ბანდიტური ხუნტის არსი, რომელმაც მათი ქვეყანა დაიპყრო, დაჟინებით ვურჩევთ, იარაღი მათ წინააღმდეგ მიმართონ, ან დანებდნენ ჩვენ ჯარებს”,- დაწერა მან.

ზახაროვამ დასძინა, რომ ასეთ შემთხვევებში უკრაინელი სამხედროებისადმი ღირსეული ჰუმანური მოპყრობა გარანტირებულია.

მან ასევე აღნიშნა, რომ “კიევის კრიმინალური რეჟიმი არ წყვეტს რუსეთის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვას ნატოს იარაღის გამოყენებით.

მათი ქმედებები იწვევს მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში, მათ შორის ბავშვებში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები