უკრაინის უმაღლეს რადაში პორნოს დეკრიმინალიციის კანონპროექტი დარეგისტრირდა
უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა კანონპროექტი ქვეყანაში პორნოგრაფიის დეკრიმინალიზაციის შესახებ.
უკრაინის პარლამენტის საიტზე ნათქვამია, რომ დარეგისტრირებულია პროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, პირად ცხოვრებაში ჩარევისგან თავისუფლების უზრუნველსაყოფად.
მისი ინიციატორია 25 დეპუტატი, კანონპროექტის ტექსტი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.
UNIAN-სთვის რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი მოამზადა.
სახალხო დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის თქმით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დარჩება მხოლოდ პორნოზე თანხმობის გარეშე, ექსტრემალურ პორნოზე (ძალადობა, ზოო.., ნეკროფილია) და პორნოზე ბავშვებთან და ბავშვებისთვის.
პარლამენტარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეპუტატები ბავშვების მონაწილეობით პორნოზე პასუხისმგებლობის გაძლიერებას გეგმავენ.
მან ასევე დაამატა, რომ კანონპროექტი მიიღება იმისთვის, რომ „მანიპულირების ცდუნება აღარ არსებობდეს“ – სუტენიორობის, პროსტიტუციაში ჩართვის და ტრეფიკინგის, რისთვისაც ცალკე მუხლებია განსაზღვრული.