“რუსეთს დასავლური დემოკრატია არ სჭირდება” – რუსეთის ცესკოს თავმჯდომარე
“რუსეთს დასავლური დემოკრატია არ სჭირდება, რადგან იქ ის უმცირესობის ძალაა, რუსეთის ცესკო კი დემოკრატიას ძალაუფლების ჩამოყალიბების გზად ხედავს,”,- განაცხადა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ელა პამფილოვამ.
მანამდე, The New York Times-მა გამოაქვეყნა დიმიტრი პესკოვის მოსაზრება მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. გაზეთმა დაწერა, რომ პესკოვმა რუსეთის პრეზიდენტის არჩევას უწოდა არა იმდენად დემოკრატია, რამდენადაც “ძვირადღირებული ბიუროკრატია”. პესკოვმა სტატიის კომენტირებისას თქვა, რომ ავტორმა მისი სიტყვების „აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტირება“მოახდინა.
პამფილოვა კი ამბობს, რომ „დასავლურ გაგებაში დემოკრატია არ გვჭირდება. სინამდვილეში რა არის დემოკრატია? ეს არის არჩევნების გზით ძალაუფლების ჩამოყალიბების გზა. და დასავლეთის გაგებით? რა ხდება ახლა დასავლეთში? ეს დემოკრატია არ არის უმრავლესობის მმართველობა, ეს არის უმცირესობის ძალა. ჩვენ არ გვჭირდება ასეთი დემოკრატია”.
პამფილოვამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას “ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური” უწყება უწოდა.
“მინიმალური დანახარჯებით ჩვენ ბევრ ამოცანას მაქსიმალურად ეფექტურად ვასრულებთ. ვფიქრობ, ბევრმა უწყებამ უნდა ისწავლოს ჩვენგან, თუ როგორ ვაკეთებთ ამას”, – შეაჯამა მან.