“ევროკავშირის გაზსაცავები 90%-ით არის შევსებული” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირის გაზსაცავები 90%-ით არის შევსებული, ვადამდე, თითქმის სამი თვით ადრე.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

“ეს დაგვეხმარება ზამთრის უსაფრთხოდ გადატანაში. ჩვენ ერთად უარს ვამბობთ რუსულ გაზზე და პარალელურად ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მომავალში კიდევ უფრო მრავალფეროვანი მომარაგების წყაროები გვქონდეს”, – თქვა მან.

გაზის შენახვის ახალი სამიზნეების მიხედვით, რომელიც გასულ წელს განისაზღვრა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს 1-ლი ნოემბრისთვის საცავები 90%-ით უნდა ჰქონდეთ შევსებული.

გასულ წელს მაჩვენებელმა 95%-ს მიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები