რუსეთში სატვირთო ტერმინალში ძლიერი ხანძარია
ნოვოროსიისკში სატვირთო ტერმინალში ძლიერი ხანძარია.
ცეცხლი უკვე 1300 კვ/მ ფართობზეა გავრცელებული.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამის არხები ავრცელებენ.
Baza-ს ინფორმაციით, ტერმინალში ხის პალეტები იწვის.
მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული.