“ტურისტული სეზონის დაწყებიდან​ რუსეთ-აფხაზეთის საზღვარი ორივე მიმართულებით 5 მილიონმა ადამიანმა გადაკვეთა” – რუსეთის საბაჟო

პირველ მაისს ტურისტული სეზონის დაწყებიდან “რუსეთ-აფხაზეთის საზღვარი, ორივე მიმართულებით”, 5 მილიონმა ადამიანმა და 800 000-ზე მეტმა მანქანამ, მათ შორის 30 000 საექსკურსიო ავტობუსმა გადაკვეთა.

ამის შესახებ მონაცემს რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახური (FTS) ავრცელებს.

„აგვისტოს დასაწყისიდან, საკურორტო სეზონის პიკზე, ადლერის მრავალმხრივი საავტომობილო გამშვები პუნქტის (MAPP) გამტარუნარიანობა საპროექტო სიმძლავრესთან შედარებით, შვიდჯერ არის გადაჭარბებული. ყოველდღიურად საზღვარს 10 000-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება კვეთს ორივე მიმართულებით, მაშინ როდესაც გამტარიანობა 1 500-ს შეადგენს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნულია, რომ საბაჟო ოპერაციები და საბაჟო კონტროლი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

ორივე მიმართულებით ფუნქციონირებს 27 ზოლი, მათ შორის დამატებითი ზოლი საექსკურსიო ავტობუსებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები