ლატვიის სასამართლომ “ლაიქი” წერილობით თანხმობად აღიარა
რიგის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიამ დაადგინა, რომ სოციალური ქსელის “ემოჯი” ცერა თითის ზემოთ აწევა (“ლაიქი”) შესაძლოა განიმარტოს, როგორც წერილობითი თანხმობა.
Delfi-ი წერს, რომ გადაწყვეტილება ანონიმური ფორმით გამოქვეყნდა.
სასამართლო განიხილავდა დავას დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
ერთ-ერთი სადავო საკითხი იყო ის, რომ დამსაქმებელმა Slack-ის სამუშაო ჩატში თანამშრომელს ოთხშაბათობით ოფისში ყოფნა მოსთხოვა.
მოსარჩელემ (თანამშრომელმა) აღნიშნულ მოთხოვნას “ლაიქით” უპასუხა. სასამართლომ დაასკვნა, რომ ეს შეიძლება ჩაითვალოს წერილობით თანხმობად.
სასამართლოს მოჰყავს კემბრიჯის ლექსიკონი, რომელიც განსაზღვრავს “like”-ის სიმბოლოს, როგორც “რაღაცას, რამაც მოწონება დაიმსახურა”.
გადაწყვეტილების ტექსტში ნათქვამია, რომ მოსარჩელეს ეკავა ისეთი თანამდებობა, რომ შეუძლებელია მას ამ სიმბოლოს მნიშვნელობა არ სცოდნოდა.