„თალიბანმა“ ავღანეთში ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალა
„თალიბანმა“ ავღანეთში ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალა და განაცხადა, რომ მათი არსებობა ეწინააღმდეგება ისლამურ კანონსა და შარიათს ეწინააღმდეგება.
რადიკალურმა ისლამურმა დაჯგუფებამ აღნიშნული ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ავღანეთის დე ფაქტო ლიდერებმა ქაბულში ხელისუფლებაში დაბრუნების მეორე წლისთავი აღნიშნეს.
აკრძალვის შესახებ „თალიბანის“ იუსტიციის მინისტრმა, აბდულ ჰაკიმ შარაიმ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.
„შარიათში პოლიტიკური პარტიების ამ ქვეყანაში მოქმედების საფუძველი არ არსებობს. ისინი არ ემსახურებიან ეროვნულ ინტერესებს და არც ერი აფასებს მათ“, – აღნიშნა მინისტრმა.