უკრაინაში კვლავ ფართომასშტაბიანი განგაში გამოცხადდა – რუსეთში MiG-31K აფრინდა
უკრაინა 17 აგვისტოს, დღის განმავლობაში, ფართომასშტაბიან საჰაერო განგაშს უკვე მეოთხედ აცხადებს.
ამის შესახებ უკრაინული მედია საჰაერო განგაშის რუკაზე დაყრდნობით იტყობინება.
საჰაერო ძალების ცნობით, განგაში უკავშირდება რუსული გამანადგურებლის MiG-31K აფრენას, რომელიც შესაძლოა Kinzhal ჰიპერბგერითი რაკეტების მატარებელი იყოს.