უკრაინის ეროვნული გვარდია: „აზოვის“ ბატალიონი აღდგენილია და კვლავ ასრულებს საბრძოლო დავალებებს

„აზოვის“ ბატალიონი, რომელიც მარიუპოლს იცავდა, აღდგენილია და ფრონტზე დაბრუნდა, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ნიკოლაი ურშალოვიჩმა განაცხადა.

„ლეგენდარული „აზოვის“ სპეციალური დანიშნულების ბრიგადა აღდგენილია და დაიწყო საბრძოლო მისიები სერებრიანსკის სატყეო ზონაში“, – აღნიშნა ურშალოვიჩმა.

მანვე დასძინა რომ, „აზოვის“ მებრძოლები თავიანთ ხაზებს საიმედოდ იკავებენ და მტერს ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით გამანადგურებელ ზარალს აყენებენ.

შეგახსენებთ, „აზოვის“ პოლკი ორი თვის განმავლობაში უკრაინელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, 2022 წლის გაზაფხულზე, ქალაქ მარიუპოლში მდებარე ქარხანა აზოვსტალში, ალყაში იყო მოქცეული. მაისის შუა რიცხვებში აზოვსტალის მცველებმა მეთაურების ბრძანების შემდეგ საწარმოს ტერიტორია დატოვეს და ტყვედ ჩაბარდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები