კაბო ვერსესთან ნავი, რომელსაც სენეგალიდან 100 მიგრანტი გადმოჰყავდა ჩაიძირა.
როგორც ABC News-ს გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში განუცხადეს, მომხდარის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 56, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
მათი თქმით, ზღვაში დაკარგული ადამიანები, სავარაუდოდ, გარდაცვლილები არიან.
ამასთან, ჩაძირვის შედეგად 38 ადამიანი გადარჩა, მათ შორის ოთხი ბავშვია 12-დან 16 წლამდე.