“უკრაინას ზამთარში საწვავის საკმარისი მარაგი ექნება” – ბრიტანული დაზვერვა
საწვავის მარაგების გაზრდის უკრაინული მცდელობა, სავარაუდოდ, წარმატებული იქნება და ზამთრისთვის საწვავის საკმარისი რაოდენობის უზრუნველყოფა მოხდება.
ამის შესახებ ბრიტანული სამხედრო დაზვერვის ყოველდღიურ მიმოხილვაშია ნათქვამი.
ანალიტიკოსების თქმით, უკრაინამ ეფექტურად მოახდინა სამთო სექტორის მობილიზება წარმოების შესანარჩუნებლად, ზამთრის პერიოდში თბოელექტროსადგურებისთვის ქვანახშირის უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად, ხოლო გაზის მნიშვნელოვანი მარაგი დამატებით რეზერვს უზრუნველყოფს.
აღნიშნულია, რომ ზამთრის სეზონზე უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები, სავარაუდოდ გაგრძელდება, მაგრამ უკრაინამ წინა სეზონზე აჩვენა, რომ მას ჰყავს კვალიფიციური მუშახელი და გამოცდილება, რომელიც საჭიროა თავისი ენერგეტიკული ქსელის მუშაობისა და შენარჩუნებისთვის.