თურქეთში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს – 50 გრადუსს მიაღწია

თურქეთში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

თურქული მედიის ინფორმაციით, 14 აგვისტოს ჰათაის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურამ 50 გრადუსი შეადგინა.

მანამდე, სამი წლის განმავლობაში, აღნიშნული რეკორდი აღმოსავლეთ შირნაქის რაიონს ეჭირა, სადაც 49,1 გრადუსი ტემპერატურა დაფიქსირდა.

ჰათაი ერთ-ერთი იმ პროვინციათაგანია, რომელიც თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა და იქ მცხოვრებნი წყლის დეფიციტს განიცდიან. ადგილობრივ მოსახლეობას დიდი ხნის განმავლობაში უწევს რიგებში ლოდინი, რათა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამთავრობო უწყებებისგან წყალი მიიღონ.

თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, მიმდინარე კვირაში ჰაერის ტემპერატურა საშუალო სეზონურ მაჩვენებელზე 6-10 გრადუსით მაღალი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები