გაგრის რაიონში 17 წლის რუსი ტურისტი დაიკარგა
ოკუპირებულ გაგრის რაიონში, 15 აგვისტოს სარატოვის მკვიდრი, კირილ დოლბილოვი დაიკარგა.
ადგილობრივ ე.წ.საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ 17 წლის მოზარდი ხაშუფსეს კანიონის მიდამოში გაუჩინარდა.
აღნიშნულია, რომ ბიჭი, ოკუპირებულ აფხაზეთში მშობლებთან ერთად ისვენებდა.
ე.წ. უწყებაში ამბობენ, რომ მოზარდს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ის კოჭლობს.