ლიეტუვამ ბელარუსთან ორი საგუშაგო ჩაკეტა

ლიეტუვამ ბელარუსის  ორი საგუშაგო დახურა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შუმსკის და ტვერჩის გადასასვლელი პუნქტები 18 აგვისტოდან ჩაიკეტება.

Delfi-ს ინფორმაციით, ღონისძიება  მიმართულია გეოპოლიტიკურ ვითარებაზე და ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეზე ადეკვატურ რეაგირებაზე, ასევე საქონლის კონტრაბანდის აღკვეთაზე.

15 აგვისტოს ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა მესაზღვრეების „დამატებითი მობილიზაციის“ შესახებ გამოაცხადა, ბელარუსთან საზღვარზე „ჰიბრიდული საფრთხის მკვეთრი ზრდის“ გამო.

ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა ბელარუსში “ვაგნერის” განლაგების გამო, საკუთარი ქვეყნების საზღვრების კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები